close
საქართველო

თსუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გახდა. ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის ინფორმაციით, “კონფერენციაში 100-მდე ქართველი და უცხოელი  პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი მონაწილეობდა, რომლებმაც 50-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი წარმოადგინეს.”

საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა, ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე გამოწვევებზე კვლევის შედეგები გააანალიზეს და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

“ეკონომიკური პერსპექტივით სამეცნიერო კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე როგორც საერთაშორისო, ასევე, რეგიონულ კონტექსტში. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე შეფასდა სოციალური დიფერენციაციის, ტექნოლოგიების განვითარების, კულტურული ასპექტების თავისებურებები. ხოლო, ბიზნესის პრიზმაში წარმოდგენილი იყო კვლევები რომელიც მოიცავდა გლობალური მიწოდების ჯაჭვების, ვაჭრობის, ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობის საკითხებს.” – მერაბ ხოხობაია – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, თსუ ასოცირებული პროფესორი.

მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნადა მას სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პლენარული სხდომის შემდეგ მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 15 სექცია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0