თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ინფორმაცია Imedinews თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს. დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
1tv.ge ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განაცხადა, რომ რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით გაუქმდა.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.
ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.
წყარო : imedinews
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: