ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ორ მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა რევოლუციური გარღვევაც კი მოახდინოს.
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და სავარაუდოდ 2-3 კვირაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მათი დანიშნულებაა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინ-ტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ხოლო მეორე სიახლე პრეპატარი „რემდესევირი”-ა, რომელიც საქართველოში ასევე 2-3 კვირაში შემოვა.
“სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში საქართველო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტს, „რემდესევირს“, რომელიც არაა დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს კოვიდს, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედის მომცემად, იმდენად რომ ამერიკაში ეს მედიკამენტი ჯერ საკმარისი რაოდენობით არ უწარმოებიათ და ამერიკის მთავრობამ წინასწარ შეისყიდა მთელი რაოდენობა „რემდესევირი“ და ევროპის ქვეყნებს არ დარჩათ” – ამბობს ცერცვაძე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”