ანკარაში დასუფთავების სამსახურის წევრებმა ქუჩებში ნაპოვნი წიგნებით, რომელთა რიცხვი უკვე 6 000-ზე მეტია, ბიბლიოთეკა გახსნეს. აღნიშნული ბიბლიოთეკა საჯაროა და ის შედგება წიგნებისგან, რომლებიც ადრე ნაგავსაყრელზე იყო განთავსებული.
ანკარაში ბიბლიოთეკა დაარსდა მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა სანიტარული განყოფილებიდან შეამჩნიეს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნებს პოულობდნენ და გადაგდებული წიგნების შეგროვება გადაწყვიტეს.
თავდაპირველად წიგნები მხოლოდ თანამშრობლებისთვის იყო განკუთვნილი, მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ, კოლექციაც გაიზარდა და 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ბიბლიოთეკა. დღეს კი ბიბლიოთეკას აქვს 6 000-ზე მეტი წიგნი, სადაც შევხვდებით მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას, კომიქსებს, ასევე წიგნების ნაწილი ხელმისაწვდომია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
ბიბლიოთეკა განთავსებულია აგურის ძველ ქარხანაში, ქალაქის სანიტარული განყოფილების შტაბში. წიგნების რაოდენობამ იმდენაც მოიმატა, რომ გადაწყვიტეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სკოლებისა თუ ციხეებისათვის მათი გადაცემა.
ბიბლიოთეკის შენობაში ასევე არის მოწყობილი ოთახი მკითხველებისთვის და ჭადრაკის დაფები ვიზიტორებისთვის.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”