close
კატეგორიის გარეშე

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის

იანდექს ტაქსი ადასტურებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს ძალოვან და საგამოძიებო სტრუქტურებს აწვდის. ამის შესახებ რუსულ გამოცემა მედიაზონას კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

იანდექს ტაქსი ამას მომხმარებელზე ზრუნვით განმარტავს, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ინფორმაციის გამოთხოვისას საგამოძიებო უწყებები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რატომ სჭირდებათ ინფორმაცია — ეხება ის მსხვერპლს თუ დამნაშავეს.

“პრაქტიკიდან ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოსაძიებლად და იმ მომენტში ვიღაცის სიცოცხლეს იცავს”, — განაცხადა იანდექსის წარმომადგენელმა.

როსკომსვაბოდას ინფორმაციით, იანდექს ტაქსი არ არის შეყვანილი რეესტრში ინფორმაციის მიმწოდებელთა სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომხმარებელთა ისტორიის მიწოდების ვალდებულება არ აქვს. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის მტკიცებით, ისინი პოლიციის კანონის შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის გაცემა საჭიროა.

TV Rain-ის ინფორმაციით, ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ მედუზას ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართი იანდექს ტაქსის მგზავრობის ისტორიის გამოთხოვით გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გაცემას სერიოზულად უდგებიან, პოლიციელის თქმით, ეს ინფორმაცია Mail.ru-ს პირადი ანგარიშიდან გამოითხოვა.

რუსული ტაქსის კომპანია იანდექსი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0