close
კვლევები

იაპონელი მეცნიერები – „ომიკრონი“ კანსა და პოლიეთილენის ზედაპირებზე უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ვიდრე სხვა ვარიანტები

იაპონელმა მკვლევარებმა ლაბორატორიული კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი კანსა და პოლიეთილენის ზედაპირებზე უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ვიდრე სხვა ვარიანტები. კერძოდ, „ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, ანუ დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია. კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 56 საათია,  „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტების კი – 191.3, 156.6, 59.3 და 114.0 საათი. ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია, მაშინ, როცა ვირუსის თავდაპირველი ვარიანტისთვის ეს დრო 8.6 საათია, „ალფა“ ვარიანტისთვის – 19.6 საათი, „ბეტა“ ვარიანტი კანზე 19.1 საათს ცოცხლობს, „გამა“ და „დელტა“ ვარიანტები კი – 16.8 და 21.1 საათს. ამასთან, კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედების შედეგად, 15 წამის შედეგად კანზე ვირუსის ყველა ვარიანტს აქტიურობა მთლიანად დაკარგული ჰქონდა.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0