იაპონიის მთავრობის განცხადებით, ფუკუშიმას ატომური სადგურიდან დაბინძურებულ წყალს პირდაპირ წყნარ ოკეაში, დაახლოებით ორ წელიწადში სრულად ჩაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან პროტესტის საფუძველი გახდა. თუმცა, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, ეს სრულიად ლოგიკური და უსაფრთხოა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს – 2011 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მათ რეაქტორში მოხვედრილი ან საწვავის გასაგრილებლად საჭირო წყლის შესაკავებლად 1000-ზე მეტი ავზი ააშენეს, რადგანაც ისინი მიწისძვრასა და ცუნამის შესაბამისად მომზადებულები ვერ დახვდნენ. დაბინძურებული ავზები ნელ-ნელა ივსება და თუ არაფერს მოიმოქმედებენ, 2022 წელს სრულად აივსება.
ამ საცავში დიდი ოდენობით რადიოაქტიური ტრიტიუმია (წყალბადის იზოტოპი). წყალი თავიდან უფრო მძიმე ელემენტებითაც დაბინძურდა, განსაკუთრებით ყურადსაღები კი ცეზიუმ-137 იყო, რომელიც ბევრად სახიფათოა, თუმცა, მისი მოცილება გაცილებით მარტივია. საცავების დაახლოებით მეოთხედში ცეზიუმი უკვე აღარ არის.
სადგურზე ყოველდღე 150 ტონა წყლის შენახვაა საჭირო, რომელიც უკვე შენახულ 1 მილიონ ტონას ემატება და ემატება. Tokyo Electric Power Co (TEPCO)-მ გადაწყვიტა, რომ ამ საცავების მუდმივად აშენება პრაქტიკული არ იქნებოდა. მიუხედავად შექმნილი პანიკისა, როდესაც ოკეანეში ჩაშვებული წყალი მთელ მოცულობაში გადანაწილდება, მისი რადიოაქტიურობა შეუმჩნეველი იქნება. ბევრად ყურადსაღები საკითხი ამ რადიაციის ადგილობრივებზე გავლენა უფროა.
მეცნიერების შეფასებით, ერთ წელიწადში გამოსხივებული რადიაციიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები 0,8 მიკროზივერტს მიიღებენ. ეს ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ნიადაგისგან, კოსმოსური სხივებისგან ან სხვა ბუნებრივი წყაროებისგან მიღებული რადიაციაა. მეტიც, კალიუმით მდიდარი საკვებისგან (მაგალითად, ბანანი) უფრო მეტ რადიაციის დოზას მიიღებენ, თუ ყოველ კვირა შეჭამენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა