close
პოლიტიკა

იაპონიის მთავრობა საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სამედიცინო დანადგარების გადაცემით დაეხმაროს. ინფორმაცია იაპონიის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

მისივე მიხედვით, დეტალები ორმხრივი შეთანხმების შედეგად დაზუსტდება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის, რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას.

„საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინააღმდეგ და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისას, თუმცა ეს არამხოლოდ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ზომების აღმოფხვრას ემსახურება, არამედ ამით იაპონია მხარს უჭერს საქართველოს; საშუალო და გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, იაპონიის მთავრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც სამედიცინო სისტემის გაძლიერებას.

ადამიანთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, იაპონიამ საქართველოს მრავალი მხარდაჭერა აღმოუჩინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საზოგადოების არც ერთი ნაწილი არ რჩება დახმარების მიღმა და ეს პროექტები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ემსახურება.

მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტი „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარების გეგმა (პირველი ფაზა)“, რომელიც JICA-ს მეშვეობით ხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მზის პანელების დამონტაჟება.

გარდა ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 180 პროექტი (საერთო ჯამი 18,115,814 აშშ დოლარი). ეს პროექტები მოიცავდა სამედიცინო ტექნიკით მომარაგებას, სახანძრო მანქანების გადაცემას, სარწყავი სისტემების დამონტაჟებას, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, სკოლების განვითარების ხელშეწყობას და სხვა.

იაპონიის მთავრობას იმედი აქვს, რომ ამ სამედიცინო დახმარებით საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს არამხოლოდ კორონავირუსის გამოწვევებს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ქართველი ერის ბრძოლას კაცობრიობის საერთო მტერთან, ახალ პანდემისთან. იაპონიის მთავრობა ამ მხარდაჭერით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხმარება და გამოხატავს იაპონელი ერის კეთილგანწყობას საქართველოსადმი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0