თბილისის მერიამ და იაპონიის საელჩომ ბოტანიკურ ბაღში გამწვანების აქცია მოაწყვეს. ღონისძიების ფარგლებში დაირგო 100 ძირი საკურას ნერგი, რომელიც იაპონიის საელჩომ დედაქალაქს საჩუქრად გადასცა. აქცია გაგრძელდება და ბოტანიკურ ბაღს მალე სხვადასხვა ჯიშის მცენარეები შეემატება.
“იაპონიის საელჩოს ხელმძღვანელობით ჩვენ გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, იაპონიის საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს შორის, ჩვენ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დავაახლოვოთ ურთიერთობები,” – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“