ია იაშვილი ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერია. იამ 1985 წელს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 1993 წელს ანდრონიკაშვილის
სახელობის ფიზიკის ინსტიტუტმა, სადაც ია მუშაობდა, თანამშრომლობა დაიწყო CERN-ის
ბირთვული კვლევების ცენტრთან. 1995 წელს იამ და მისმა მეუღლემ, ავთო ხარჩილავამ, “მაღალი
ენერგიების კვლევით ცენტრში”(DESY) დაიწყეს მუშაობა და ისინი პარალელურად აგრძელებდნენ
CERN-თან თანამშრომლობას. ლაბორატორია Fermilab-ში 2005 წლამდე მუშაობდნენ, შემდეგ ნიუ
იორკის ბუფალოს უნივერსიტეტში გადავიდნენ.
CERN-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის “დიდი ადრონული კოლაიდერი”, რომელიც
აჩქარებს ნაწილაკებს ძალიან მაღალ ენერგიებამდე და სწავლობს მათ შეჯახებებს, რისთვისაც
საჭიროა დეტექტორი. CERN-ში არსებული რამდენიმე დეტექტორიდან აღსანიშნავია CMS და
ATLAS. ბუფალოს უნივერსიტეტი კი CMS ექსპერიმენტის წევრია. უნივერსიტეტს ამ პროექტში დიდი
წვლილი მიუძღვის. დეტექტორის ერთ-ერთ ნაწილს იას და მისი მეუღლის მონაწილეობით შექმნილი
ტრეკერი წარმოადგენს, რომლის გარდა სხვა ტექნოლოგია არ არსებობს. ია სხვადასხვა
ექსპერიმენტსა და პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის არის ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”