close
ეკოლოგია

იენს სტოლტენბერგი: მსოფლიოს მასშტაბით შეიარაღებულმა ძალებმა კლიმატის ცვლილების დასაძლევად გლობალურ ძალისხმევას მხარი უნდა დაუჭირონ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით შეიარაღებულმა ძალებმა კლიმატის ცვლილების დასაძლევად გლობალურ ძალისხმევას მხარი უნდა დაუჭირონ.

„ემისიის ნულოვან ნიშნულს ვერ მივაღწევთ, თუ სამხედროებიც არ ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა, გაეროს ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხზე, განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ემისიების გაზომვის მეთოდოლოგიაზე ალიანსში მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ეს მიზანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მე 30 მოკავშირეს შორის შეთანხმებაზე ვარ დამოკიდებული“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0