close
არქეოლოგია

იერუსალიმში X საუკუნის თხრილი აღმოაჩინეს, რომელზეც „იდუმალი“ ხელია გამოსახული

იერუსალიმის ძველ ქალაქში არქეოლოგებმა ხელის დამაინტრიგებელი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი ფარული თხრილის კედელზეა ასახული. თუმცა ეს აღმოჩენა არქეოლოგიური გათხრების ნაწილი ნამდვილად არ ყოფილა, მაშინ შეამჩნიეს, როცა გზაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებდნენ. ექსპერტთა მოსაზრებით, იგი მეათე საუკუნეში მუსლიმებმა გათხარეს, რათა ქალაქის დაცვა მეტად გაეძლიერებინათ.

Israel Antiquities Authority-ის (IAA) თანახმად, თხრილის შესახებ, რომელსაც 10 მეტრი სიგანე და 7 მეტრი სიგრძე აქვს, არავინ იცოდა…

ძველი ქალაქის გარშემო მდებარე თხრილი დაახლოებით 1000 წლით თარიღდება, მეათე საუკუნით ან უფრო ადრე. მისი ფუნქცია იერუსალიმის მტრისგან დაცვა იყო, — განმარტავს ზუბაირ ადავი, გათხრების ხელმძღვანელი.

გამოდის, იმ პერიოდში დამპყრობლებს ქალაქი რომ აეღოთ, ჯერ ეს თხრილი უნდა გადაელახათ. შემდეგ კი 2 სქელ დამცავ კედელს მიადგებოდნენ, სადაც მათ ცეცხლისა და გოგირდის წვიმა დახვდებოდათ. აქ ერთი კითხვა რჩება, ვის ეკუთვნის ეს იდუმალებით მოცული ხელის ანაბეჭდი? ან რას უნდა ნიშნავდეს? ამჯერად არავინ იცის, რაც მაგიას კიდევ უფრო აძლიერებს. თუმცა მკვლევრებს აინტერესებთ, რაიმეს სიმბოლო ხომ არ არის? კონკრეტულ ელემენტზე ხომ არ მიგვითითებს? თუ უბრალოდ ადგილობრივების ხუმრობაა? ამ კითხვებზე პასუხს, ალბათ, მალე მივიღებთ

 

გაზიარება:
fb-share-icon0