close
დედამიწამსოფლიო

ილონ მასკის ქონების 2% მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა – გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2%-ს იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად. ამასთან, ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების ქონებამ ჯამურად 5.04 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლო მონაცემებით, მაგალითად ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ანუ 22.8 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გარდა ავღანეთისა, 5,2 მილიონ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასურსათო დახმარება ეთიოპიაში, სადაც პოლიტიკური არეულობის ფონზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა.

”მე არ ვიცი საიდან იღებენ საკვებს… ჩვენ აღარც საწვავი გვაქვს და აღარც ნაღდი ფული“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0