ილონ მასკის კომპანიამ SpaceX სამსახურში 14 წლის პროგრამისტი კაირენ კვაზი აიყვანა. ამის შესახებ Insider-ი წერს.
„მსოფლიოში ყველაზე მაგარ კომპანიას შევუერთდი, როგორც პროგრამისტი Starlink-ის გუნდში“, – განაცხადა კვაზიმ. მისი თქმით, SpaceX-მა არ გამოიყენა მისი ასაკი, როგორც „უნარების განმსაზღვრელი მოძველებული მაჩვენებელი“.
მანამდე კვაზიმ სტაჟირება გაიარა რამდენიმე მსხვილ კომპანიაში. Intel-ში ნეიროქსელებთან მუშაობდა, Blackbird.AI-ში კი – კიბერუსაფრთხოების სფეროში.
ცოტა ხნის წინ მოზარდმა კალიფორნიაში სანტა-კლარას უნივერსიტეტი დაამთავრა და ბაკალავრის წოდება მიიღო. ის 1851 წელს დაარსებული სასწავლო დაწესებულების ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: