ივნისში ისრაელში, უდაბნო ნეგევში მაცხოვრებელ ორბის ბარტყს დედა მოუკვდა. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა ორბს მხოლოდ მამა დარჩა, ადგილობრივმა ბუნების დამცველებმა ჩათვალეს, რომ მამა ორბი მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ბარტყის გაზრდას და მისი დახმარება გადაწყვიტეს.
ცხოველთა დამცველებს შეეძლოთ, ალპინისტების დახმარებით, ორბის ბარტყი ბუდიდან წამოეყვანათ, გამოეკვებათ, გაეზარდათ და შემდეგ დაებრუნებინათ ბუნებრივ გარემოში. თუმცა მათ გადაწყვიტეს სხვა ხერხისთვის მიემართათ და სამხედრო დრონი გამოეყენებინათ.
უპილოტო საფრენმა აპარატმა ბარტყის დედა ჩაანაცვლა. ორ-სამ დღეში ერთხელ დრონს ბუდესთან ცილოვანი საკვები მიჰქონდა და ბარტყს უგდებდა. მამა ორბი მალევე მიეჩვია “დედა დრონს” – ასე შეარქვეს დრონს ორგანიზაცია Israel Raptor Nestcam-ის წევრმა ბუნების დამცველებმა.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, 26 ივლისს 136 დღის ახალგაზრდა ორბი პირველად გაფრინდა.
ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მიაქვს დრონს საკვები ბარტყთან და მისი პირველი გაფრენა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”