არგენტინაში ქალმა აივ/ვირუსი სამედიცინო ჩარევების გარეშე დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 30 წლის ქალზე, რომელიც ქალაქ ესპერანსაში ცხოვრობს. მისმა ორგანიზმმა ვირუსი ბუნებრივად, ექიმების დახმარების გარეშე დაძლია.
ქალს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. 8 წლის განმავლობაში ის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მხოლოდ ორსულობის დროს იღებდა, რადგან ანალიზების პასუხების მიუხედავად, ვირუსი მის ორგანიზმში იყო, მაგრამ სიმპტომები არ ვლინდებოდა. 2020 წლის მარტში მან ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა.
აივ-ინფიცირებულებს, რომლებსაც ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება „ელიტურ კონტროლიორებს“ ეძახიან. მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა – ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 0,1-2,5%.
მეცნიერების ვარაუდით, მათი T-ლიმფოციტების პასუხი უფრო ძლიერია, რის გამოც ინფიცირებული უჯრედები უფრო სწრაფად ნადგურდება. სპეციალისტები გეგმავენ სხვა აივ-ინფიცირებულების იმუნურ სისტემას ვირუსთან ამ მეთოდით ბრძოლა „ასწავლონ“.
აქამდე ვირუსის ბუნებრივად დამარცხების მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული – 67 წლის ქალი სან-ფრანცისკოდან ვირუსით 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და განიკურნა. აივ-ის დამარცხების ერთადერთ გზად ძვლის ტვინის გადანერგვა ითვლებოდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”