close
დედამიწა

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა “ჯოჯოხეთის ჭის” ფსკერამდე ჩააღწიეს

იემენში მდებარე საიდუმლოებებით მოცულ ბარჰუტის ღრმულზე ალბათ გსმენიათ. ისტორიაში პირველად ჯოჯოხეთის ჭის ფსკერზე 10 დამწყები სპელეოლოგი ჩავიდა ღრმულის საიდუმლოებების ამოსახსნელად.
მკვლევრებს ღრმულის კედლებზე უსწორმასწორო ზედაპირი და ზედ სტალაგმიტები დახვდათ. მათი ნაწილის სიმაღლე 9 მეტრსაც კი აღწევს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მილიონობით წლის წინაა ფორმირებული. სტალაგმიტები წარმოიქმნება მინერალების დაგროვების შედეგად, როგორიცაა მაგალითაც კალციუმის კარბონატი. ღრმულში სითხე რამდენიმე ნაპრალიდან მოედინება, სწორედ ამ გზით ხდება მინერალების დაგროვება.
ღრმულის ფსკერზე იპოვეს მობინადრე ორგანიზმები, ასევე ცხოველთა და ფრინველთა ნაშთები, რომლებიც სავარაუდოდ, ღრმულში ჩაცვივდნენ და ამოსვლა ვეღარ მოახერხეს, რის გამოც საშინელი სუნი ამოდიოდა ხვრელიდან.
,,ჯოჯოხეთის ჭა” ალ-მაჰრას პროვინციაში მდებარეობს, 30 მეტრი სიგანისა და 112 მეტრი სიღრმის ღრმულის შესახებ თქმულებებიც კი არსებობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არანაირი ზებუნებრივის ნიშნები არ აღმოჩნდა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0