close
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ასტრონავტები მეორეული რაკეტითა და კაფსულით გაუშვა

SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ეკიპაჟი მეორეული, უკვე გამოყენებული რაკეტითა და კაფსულით გაგზავნა. Crew-2-ის მისიაში ევროპელი ასტრონავტიც მონაწილეობდა. რაკეტა ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.

Endeavour კვლავ ცაში აიჭრა – სამი სხვადასხვა ქვეყნის ოთხი ასტრონავტი Crew-2-ის მისიით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გზას დაადგნენ – ხმამაღალი შეძახილებისა და აპლოდისმენტების ფონზე გამოაცხადა წამყვანმა.

რაკეტა Falcon 9 წარმატებით აფრინდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მას პირველი საფეხურის ბუსტერი გამოეყო და ტივტივაზე დაჯდა, რომელსაც Of Course I Still Love You ჰქვია. ეს ილონ მასკის კომპანიის მეოთხმოცე წარმატებული დაჯდომა იყო.

რაკეტის მეორე საფეხურზე მიმაგრებული Crew Dragon, რომელშიც ასტრონავტები არიან მოთავსებულები, რამდენიმე წუთის შემდეგ გავიდა ორბიტაზე და ამ წუთას მისი მთავარი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირებაა. კაფსულა ამას დაახლოებით 23,5 საათში შეძლებს.

Crew-ის გუნდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს დაჰყოფს. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ დაახლოებით 100 ექსპერიმენტი უნდა ჩაატარონ. ერთ-ერთ ასეთ კვლევას „ქსოვილის ჩიპები“ ეწოდება, რომლის მიზანია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელების შექმნა და ისეთი საკითხების შესწავლა, როგორებიცაა იმუნური სისტემის დაბერების პროცესი, თირკმლის ფუნქცია და კუნთების დაქვეითება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0