ქირურგებმა რომში 2 წლის სიამის ტყუპი გოგოები ერთმანეთისგან 18-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს იტალიაში პირველი ასეთი ოპერაცია იყო. მასში 30 ექიმი და ექთანი მონაწილეობდა. ეს საბოლოო ნაბიჯი გახდა 3 ოპერაციისგან შემდგარ პროცესში, რომელიც გოგოების განსაცალკევებლად ჩატარდა.
დები ერვინა და პერვინა იტალიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ბანგუიდან ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ჩაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ისინი სრულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ერთი დის გული ორგანიზმების ფიზიოლოგიური ბალანსის დასაცავად უფრო ძლიერად მუშაობდა.
ოპერაცია 5 ივნისს ჩატარდა და ერთი თვის შემდეგ გოგოები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ინფექციის რისკის გამო მათ რამდენიმე თვის განმავლობაში დამცავი მუზარადების ტარება მოუწევთ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”