close
კვლევებიმედიცინა

იუნისეფი – რა იწვევს პნევმონიას?

ბევრი ადამიანი პნევმონიას უფროსი ასაკის ადამიანებთან აკავშირებს, თუმცა ეს გახლავთ ინფექცია, რომელსაც მსოფლიოში უამრავი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. ორგანიზაცია „იუნისეფის“ მონაცემებით, პნევმონიით წელიწადში 5 წლამდე ასაკის 800,000-ზე მეტი ბავშვი იღუპება და აქედან 153,000 ჩვილია, რომლებიც აღნიშნული ინფექციის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან.

„იუნისეფის“ განმარტებით, მოცემული მონაცემები ნიშნავს, რომ პნევმონიით ყოველ 39 წამში ერთი ბავშვი იღუპება.

სტატისტიკა შემაშფოთებელია, თუმცა, „იუნისეფი“ ამტკიცებს, რომ შესაძლებელია გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევის  პრევენცია.

 

რა იწვევს პნევმონიას?

პნევმონია ფილტვების მწვავე რესპირატორული ინფექციაა. მას ერთი კონკრეტული მიზეზე არ გააჩნია. პნევმონია ვითარდება ბაქტერიისგან, ვირუსებისგან ან ჰაერში ….

როდესაც ბავშვი ინფიცირდება, მისი ფილტვები სითხით ივსება და სუნთქვა უჭირს. ბავშვები, რომელთა იმუნური სისტემა მოუმწიფებელი ან სუსტია, დაავადების მიმართ უფრო დაუცველები არიან.

 

პნევმონიის სიმპტომები

პნევმონიის ყველაზე ზოგადი სიმპტომებია ხველა, სუნთქვის გართულება და ტემპერატურა.

 

არის თუ არა პნევმონია გადამდები დაავადება?

პნევმონია გადამდები დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ის ასევე შეიძლება გადავიდეს მშობიარობის დროს სისხლით ან დაბინძურებული ზედაპირით.

როგორ ხდება პნევმონიის დიაგნოზირება ბავშვებში?

ექიმები პნევმონიას  ბავშვების ფილტვების მოსმენით ადგენენ, ზოგჯერ კი, დიაგნოზის დასადგენად გულ-მკერდის რენტგენულ გამოკვლევას ან სისხლის ნიმუშის ლაბორატორიულ გამოკვლევას მიმართავენ.

ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტია (მაგალითად არასაკმარისი ექიმები, გულ-მკერდის რენტგენისა და ლაბორატორიებზე არასაკმარისი წვდომა) მედიკოსები პნევმონიის დიაგნოზს სუნთქვის სიხშირის მიხედვით ადგენენ. მაგალითად, 5 თვის ჩვილი, რომელიც წუთში 50 ჩასუნთვას აკეთებს, ძალიან სწრაფად სუნთქვს და შესაძლებელია, პნევმონიით იყოს დაავადებული. სუნთქვის რაოდენობა ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული.

 

რით მკურნალობენ პნევმონიას?

პნევმონიის განკურნების გზები იაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის პნევმონიასთან გვაქვს საქმე. დაავადებას უმეტეს შემთხვევაში ბაქტერია იწვევს და მისი განკურება იაფფასიანი ანტიბიოტიკებით არის შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევაში კი პნევმონიის გამომწვევი მიკობაქტერიები არიან (ანუ ისინი, რომლებიც ტუბერკულოზს იწვევენ) და სხვა სახის მკურნალობას საჭიროებენ. ზოგჯერ ტუბერკულოზის დიაგნოზირება ვერ ხერხდება.

პნევმონიის მძიმე ფორმით დაავადებულ ბავშვებს ხშირად ესაჭიროებათ ჟანგბადი, რადგან  ფილტვების ანთება ხელს უშლის საკმარისი ჟანგბადის შესვლას სისხლში.  აღსანიშნავია, რომ  ბევრ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტია, ჟანგბადი მხოლოდ უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებშია ხელმისაწვდომი.

 

შესაძლებელია თუ არა პნევმონიის პრევენცია?

პნევმონიის პრევენცია შესაძლებელია დამცავი ზომების მიღებით, მაგალითად ადეკვატური კვებითა და ისეთი რისკ ფაქტორებით შემცირებით, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

„იუნისეფის“ ინფორმაციით, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ საპნის გამოყენებით ხელის ხშირი დაბანა პნევმონიის რისკს 50 პროცენტით ამცირებს.

წყარო : unicef

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0