close
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

იცით, რატომ ეწოდა გრენლანდიას Greenland(მწვანე მიწა) და ისლანდიას Iceland(ყინულის მიწა)?

თუკი ჩავუფიქრდებით, შეიძლება ყველას გაგვიკვირდეს, თუ რატომ ეწოდა გრენლანდიას Greenland(მწვანე მიწა) და ისლანდიას Iceland(ყინულის მიწა), როდესაც ყველამ ვიცით, რომ დღეს კუნძული გრენლანდია თითქმის მთლიანად ყინულით არის დაფარული. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამ ორი კუნძულის სახელის ეტიმოლოგიის გაცნობა. არსებობს რამდენიმე განსხვავებულ ვერსია ამ თემის ირგვლივ.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ჯერ კიდევ 800-დან 1300 წლამდე სამხრეთ გრენლანდია გაცილებით თბილი იყო, ვიდრე დღეს არის. ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც ვიკინგები პირველად გამოჩნდნენ ამ ტერიტორიაზე, გრენლანდია მართლაც მწვანე მიწად ეჩვენათ. XIV საუკუნიდან კი გრენლანდიაში ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა, რამაც ნაკლები მოსავალი და მეტი ყინული გამოიწვია, ადგილობრივ მოსახლეობას კი კოლონიების დატოვება მოუწია.
რაც შეეხება ლეგენდებს, როდესაც სკანდინავიელებმა კუნძულ ისლანდიას პირველად მიაღწიეს, თოვლის მიწა უწოდეს, რადგანაც თოვდა იმ დროისათვის. ვიკინგების ჩამოსვლა კი გრძელ ზამთარს დაემთხვა, რის გამოც პირუტყვიც კი შიმშილით დაიხოცა. თუმცა, ჭორები გავრცელდა, რომ ახალი კუნძული სიმდიდრით იყო სავსე და ახალი მოსახლეობაც მალევე გამოჩნდა. ხოლო, როდესაც წითური ერიკი, უკვე ისლანდიაში მცხოვრები, გააძევეს ისლანდიიდან მკვლელობის გამო, ახალი სახლის ძებნაში დასავლეთისკენ გაცურა 982 წელს. საბოლოოდ მიაღწია მიწას, რომელსაც სახელად მწვანე მიწა დაარქვა იმ იმედით, რომ ახალმოსახლეებს მოიზიდავდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0