კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sylvester აპლიკაცია Tably გამოუშვა, რომელსაც ტელეფონის კამერის მეშვეობით კატების ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერვისი ცხოველის თავის, ყურების, ულვაშებისა და კუნთების დაძაბულობას იკვლევს, რათა დაასკვნას, კარგად გრძნობს კატა თავს თუ მას ტკივილი აწუხებს. კვლევებმა დაადგინა, რომ ამ მდგომარეობის დადგენა კატის სახეზე დაკვირვებით მართლაც შესაძლებელია.
კომპანიაში განაცხადეს, რომ აპლიკაცია სასარგებლო იქნება როგორც კატების პატრონებისთვის, ასევე დამწყები ვეტერინარებისთვის.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: