კანაფის ნაერთები ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებში Covid 19-ის ვირუსის შეღწევას ხელს უშლის – ამის შესახებ ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებულ ლაბორატორიულ კვლევაშია საუბარი.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ქიმიური სკრინინგის დროს გამოვლენილი, კანაფში გავრცელებული ორი ნაერთი, კანაბიგეროლის მჟავა და კანაბიდიოლის მჟავა, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციური საშუალებაა.
კვლევის მიხედვით, ისინი ვირუსში აღმოჩენილ ცილებს უკავშირდებიან და ბლოკავენ იმ ნაბიჯს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: