ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აგურით ნაშენები ხიდი, რომელიც სავარაუდოდ, უნდა იყოს ირანიდან მომავალი “საქარავნო გზის” შემადგენელი ნაწილი.
სოფლის მაცხოვრებელმა, ერთ-ერთმა მწყემსმა აღმოაჩინა ხიდი, რომელიც ეკლებისგან და ნაწილობრივ მიწისგან იყო დაფარული. თანასოფლელები ადგილზე მისვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ისტორიულ ნაგებობასთან ჰქონდათ საქმე. სპეციალისტების თქმით, ხიდი, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული და ის “საქარავნო გზაზე” იყო განთავსებული, რომელიც ირანიდან მოდიოდა და სრულდებოდა გრემში. გზა ახლანდელი ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადიოდა, სადაც შემორჩენილია ქარვასლა კოშკურებით, ამ ტერიტორიაზე ქარავანი ჩერდებოდა და იქ მყოფები ისვენებდნენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”