ამჯერად, Doctrina.ge-ს რესპოდენტი ქართველი ემიგრანტი, გიორგი ქინქლაძეა. რომელიც, რამდენიმე წელია ლონდონში მოღვაწეობს, მაგრამ სიშორის მიუხედავად მუდამ ცდილობს იზრუნოს საკუთარ სამშობლოზე. საბოლოოდ, კი სურს საქართველოში დაბრუნება ოჯახთან ერთად, რომ მისი ცოდნა და გამოცდილებაც მას მოახმაროს.
გიორგი საკუთარ გამოცდილებაზე და გეგმებზე გვესაუბრა:
მოგესალმებით, რამდენი ხანია რაც ლონდონში მოღვაწეობთ და თავდაპირველად რა მიზნით წახვედით?
მოგესალმებით, მივესალმები სრულიად საქართველოს.
საქართველოდან წამოვედი 13 წლის წინ. ჩემი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი იყო ინგლისური ენის სრულფასოვნად შესწავლა, მაგრამ გარემოებების გამო მომიწია დარჩენა და მუშაობის დაწყება. მალე კი მოქალაქეობასაც მივიღებ.
როგორც ვიცით, მექანიკოსი ხართ. რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია ლონდონში და რა მთავარ განმასხვავებელ ნიშანს დაასახელებდით პროფესიულ საქმიანობის კუთხით საქართველოსთან მიმართებაში?
მექანიკოსობა აქ ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ კვალიფიკაციის გარეშე მუშაობის საშუალება არ გაქვს. აუცილებელი კოლეჯის დამთავრება და ლიცენზიის მიღება, რის შემდეგაც ასევე პერიოდულად გამოცდებს ვაბარებთ. ამიტომ, გვიწევს დაუღალავი შრომა , საკუთარ თავზე, რომ კარიერულად პროგრესს მივაღწიოთ.
მოკლედ აღწერეთ თქვენი პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე, უცხო ქვეყანაში, ძირითადად რა სახის დაბრკოლებებს აწყდებოდით?
დაბრკოლელებები ძალიან ბევრია როდესაც უცხო ქვეყანაში გადადიხარ, რადგან მენტალობით ძალიან განვსხვავდებით. გარემოსთან შეგუების პროცესი ფსიქოლოგიურად რთულია, იწყებ სხვა ცხოვრებას. ასევე გიძლიერდება მონატრება ყველაფერი ქართულის , სამშობლოსი.
რას ურჩევთ იმ ადამიანებს რომლებიც ახლა გადიან ემიგრანტობის გზაზე პირველ ნაბიჯებს?
დაფიქრდნენ და მოუმზადებელი არ წამივიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ენის ბარიერი, აუცილებლად უნდა იცოდნენ ენა, რადგან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დაბრკოლდა ამის გამო. მზად უნდა იყვნენ, რომ მოუწევთ მუდამ შრომა, საკუთარ თავზე მუშაობა და ბრძოლა თავის გასატანად. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, ჩათვალე მარტო ხარ.
მე რომ ჩამოვედი, პირველად უფრო რთული იყო, ახლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრი ქართველია აქ, ჩვენი ტაძარიც გვაქვს უკვე , ვურთიერთიბთ ერთმანეთთან და ვცდილობთ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
ტაძარი ვახსენეთ და რომ გვითხრათ რამდენი წელია მრევლი ხართ?
დიდი ხანია მრევლი ვარ. აქ რომ ჩამოვედი არ იყო ტაძარი, სადაც ქართველები შევძლებდით მოლოცვას. ამიტომ, გვიწევდა ბერძნულ ან რუსულ ტაძარში სიარული. აქედან გამომდინარე , ემიგრანტებმა გადავწყვიტეთ გვექირავებინა ტაძარი და გვქონოდა ჩვენი სივრცე . შემდეგ კი
ერთ-ერთმა ქართველმა შეუძინა ქართველებს ტაძარი ლონდონში, რომლის წინამძღვარი მამა დოროთეა.
რას უსურვებთ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას?
პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხოლო ქართველ ხალხს
სიმშვიდეს და ერთიანობას.
იქმნება ემიგრანტთა ფონდი საპატრიარქოს და “დავითიანნის” ინციატივით , რომელიც გააერთიანებს ემიგრანტებს კეთილი საქმის გარშემო. როგორც ვიცით, გეგმავთ ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოთ
დიახ, ვგეგმაც ჩემი წვლილი შევიტანო. რადგან კეთილი საქმე გადამდებია და მაგალითი უნდა მივცეთ ყველას. ვთვლი, ეს პროექტი წარმატებული იქნება და მადლობელი ვარ ამ შანსისთვის. ფონდი დაეხმარება ადამიანებს განათლებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საუკეთესო ინვესტიციაა მომავლისთვის.
რას ფიქრობთ სამშობლოშო დაბრუნებაზე?
ყველა ემიგრანტი, ყოველთვის დაბრუნებაზე ფიქრობს. ეგ არის ყველას სურვილი და მიზანი. რათქმაუნდა ვფიქრობ დაბრუნებაზე, მაგრამ ბევრი რამ გარემოებებზე არის დამოკიდებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”