კენიის ჩრდილოეთით ბრაკონიერებმა ორი თეთრი ჟირაფი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეინჯერებმა მდედრის და მისი შვილის ცხედრები ერთ-ერთ სოფელში, პატრულირებისას იპოვეს. ბრაკონიერებს მხოლოდ მამალი გადაურჩა. სპეციალისტების თქმით, ის უკვე ერთადერთი თეთრი ჟირაფია მთელ მსოფლიოში.
ცხოველების უჩვეულო შეფერილობას იშვიათი გენეტიკური დაავადებით არის გამოწვეული, რომლის დროსაც კანის უჯრედებს პიგმენტაცია არ აქვთ. პირველად კენიის თეთრი ჟირაფების ფოტოები 2017 წელს გავრცელდა.
ბრაკონიერების ვინაობა უცნობია, თუმცა კენიის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: