კენიაში, ჩიულუ ჰილსის ეროვნულ პარკში ზებრამ უჩვეულო შეფერილობის ნაშიერი გააჩინა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პატარას ზებრისთვის დამახასიათებელი ზოლები აქვს, მაგრამ ისინი მუქია და ცხოველის სხეულის მხოლოდ მცირე ნაწილზეა განლაგებული. როცა პარკის თანამშრომლებმა პარკის ახალი ბინადარი შეამოწმეს, გაირკვა რომ ის ზებრის და ვირის ნაჯვარია.
პატარას დედა პარკში სხვა ნაკრძალიდან, თავისით გადმოვიდა. რადგან ზებრების ორსულობა 12 თვეს გრძელდება, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ზებრა ვირს გზაში ხვდება. დედაც და მისი შვილიც თავს მშვენივრად გრძნობენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: