close
კვლევები

კვლევა – ადამიანების ნაწილს სიბრძნის კბილები აღარ ამოსდის, შეიცვალა ადამიანის სახის ფორმა, წინამხარის მიდამოში კი დამატებითი არტერია გაჩნდა

ბოლო პერიოდში ჩვილების ნაწილი სიბრძნის კბილების გარეშე იბადება, გარდა ამისაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც წინამხარის მიდამოში დამატებითი არტერია აქვთ, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.

კვლევის ავტორებმა ადამიანებში რამდენიმე ცვლილება აღმოაჩინეს, რომლებიც მოკლე დროში გაჩნდა და რომლის მიზეზიც, მათი განმარტებით ისაა, რომ ადამიანები  “მიკროევოლუციას” განიცდიან.

ადელაიდას ფლინდერსის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დოქტორმა ტეგან ლუკასმა განაცხადა, რომ ადამიანის სახეც უფრო პატარა ხდება, რადგან კვების რაციონი შეიცვალა. პატარა ყბები კი ნიშნავს, რომ კბილებისთვის ნაკლები ადგილი რჩება.

კვლევის ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა,  რომლებიც ხელებში ან ფეხებში დამატებითი ძვლებით, ასევე მოკლე სახეებით, ან ფეხებში ორი ან მეტი ძვლის პათოლოგიური კავშირით იბადებიან.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მე -19 საუკუნის ბოლოდან საშუალო არტერიის გავრცელების ”მნიშვნელოვანი ზრდა” ფიქსირდება.

არტერია იქმნება ბავშვის საშვილოსნოში ყოფნის დროს და არის მთავარი ჭურჭელი, რომელიც წინამხარს და ხელს სისხლით ამარაგებს, მაგრამ ორსულობის პერიოდში ქრება  და მას რადიალური და იდაყვის არტერიები ანაცვლებს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მოზრდილებში ამ არტერიის გავრცელების საკითხს ანატომები მე-18 საუკუნიდან სწავლობენ. მათმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ეს გავრცელება იზრდება. კერძოდ, 1880-იანი წლების შუა პერიოდში ადამიანებში მისი გავრცელება 10 პროცენტი იყო, მე -20 საუკუნის ბოლოს დაბადებულებში კი – 30 პროცენტი.

”ეს ზრდა შეიძლება გამოწვეულიყო  იმ გენების მუტაციებით, რომლებიც საშუალო არტერიის განვითარებაში მონაწილეობდნენ ან ორსულობის პერიოდში დედებში ჯანმრთელობის პრობლემებით, ან ორივეთი ერთად. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ადამიანთა უმრავლესობას 2100 წლისთვის წინამხრის საშუალო არტერია ექნება,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Anatomy-ში გამოქვეყნდა.

independent.co.uk

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0