როდესაც საუბარია ოთხფეხა მეგობრების შერჩევაზე, ადამიანები მათი არჩევის დროს ხასიათის იმავე ნიშნებს ავლენენ, როგორსაც ცხოვრების პარტნიორის შერჩევისას – ისინი ირჩევენ ისეთი ხასიათის ცხოველს, რომელიც მათ მოთხოვნებს არ შეესაბამება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.
კვლევა Behavior Research Methods-ში გამოქვეყნდა და ის ინდიანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ ძაღლები 13 კატეგორიად დაყვეს: ასაკი, სქესი, ფერი, ჯიში, თამაშის სიყვარული, მონადირული თვისებები და ა.შ. მათ ცხოველთა თავშესაფრებში 1229 ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან 145 ადამიანმა აიყვანა ცხოველი.
მონაცემების შედარებისას მკვლევრებმა დაასკვნეს: მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა ოთხფეხამეგობრების არჩევასთან დაკავშირებით ბევრი სურვილები ჩამოთვალეს, მათგან შერჩეული ცხოველი თითქმის არცერთ მათგანს არ აკმაყოფილებდა.
“მსგავსად იქცევიან ადამიანები პარტნიორის შერჩევის დროს. ჩვენ გვაქვს გარკვეული სურვილები პოტენციურ პარტნიორთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ვირჩევთ მათ, რომლებიც ამ სურვილებსა და მოთხოვნებს ძლივს აკმაყოფილებენ”, – ამბობენ კვლევის ავტორები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”