close
კვლევები

კვლევა – ასთმის სამკურნალო მედიკამენტმა, შესაძლოა, კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებში მძიმე რეაქციები შეამციროს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასთმის სამკურნალო მედიკამენტმა Xolair-მა შეიძლება არსებითად შეამციროს მძიმე ალერგიული რეაქციები ადამიანებში, რომლებსაც კვებითი ალერგია აქვთ და შემთხვევით მიირთმევენ საკვებს, რომლის მიმათაც ალერგიულები არიან.
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის ინექციებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეამცირა ალერგიული რეაქციების სიმძიმე მოზრდილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ალერგიული არიან არაქისის,რძის, კვერცხისა და ხორბლის მიმართ.
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ გასულ კვირას გააფართოვა ომალიზუმაბის დამტკიცება, რომელიც ბაზარზე Xolair-ის ბრენდის ქვეშ არის გამოშვებული, რათა ის მოიცავდეს საკვების მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებს კვლევის შუალედური ანალიზის საფუძველზე.
ახალ კვლევაში რამდენიმე საკვების ჩართვით, მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ, რომ Xolair-ს თეორიულად შეუძლია შეამციროს ალერგიული რეაქცია, როდესაც ადამიანი  მიირთმევს მრავალ ისეთ საკვებს, რომლებზეც ადრე ალერგიული იყო.
Xolair აძლევს კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებს გარკვეულ დაცვას შემთხვევითი ზემოქმედებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია, სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
„ეს არის საოცარი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს სფეროში. არსებობს შიში და შფოთვა, რომელიც გადადის ყოველდღიურ საქმიანობაში კვებითი ალერგიის მქონე პაციენტებისთვის ან ასეთი პაციენტების მშობლებისთვის“, – განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა და სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, შერონ ჩინტრაჯამ.
კვლევაში გამოიყენეს ისეთი საკვები, როგორიცაა : არაქისი, კეშიუ (თხილის სახეობა), კვერცხი, რძე, ნიგოზი, თხილი და ხორბალი, რომლებიც ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები არიან. ამასთან, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან Xolair-ის საუკეთესო კანდიდატები და რამდენ ხანს დასჭირდებათ მისი გამოყენება.
ცნობისთვის, Xolair-ი შექმნეს Genentech-მა და Novartis-მა აშშ-ში და დამტკიცდა 2003 წელს ზომიერი და მძიმე ალერგიული ასთმის სამკურნალოდ.

წყარი : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0