ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ თაგვებს, რომლებიც სხვა თაგვების ტანჯვას ხედავენ, დეპრესია ემართებათ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დასკვნამდე სპეციალისტები ექსპერიმენტის შედეგად მივიდნენ. გალიაში მსხვილ თაგვთან ერთად პატარა თაგვი ჩასვეს. მეზობელი დიდ თაგვს აღიზიანებდა, რომელიც თავის სივრცეს აგრესიულად იცავდა და პატარა თაგვს უპირისპირდებოდა. ამ ყველაფერს მესამე თაგვი აკვირდებოდა, რომელიც საკუთარ გალიაში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
იმის მიუხედავად, რომ „მაყურებელ“ თაგვებს არაფერი ემუქრებოდათ, მათ დეპრესიის სიმპტომები განუვითარდათ. 10 დღის შემდეგ მათ ანგედონიის ნიშნები გაუჩნდათ – ვითარების, როდესაც ორგანიზმი სიამოვნებას ვერ განიცდის. ეს დეპრესიის ერთ-ერთ მთავარი სიმპტომია.
„თუ თაგვებს არჩევანს მისცემთ – დალიონ ტკბილი თუ ჩვეულებრივი წყალი, ისინი თითქმის ყოველთვის ტკბილ წყალს აირჩევენ, იმიტომ რომ ეს უფრო სიამოვნებთ. მაგრამ თაგვი, რომელიც სხვა თაგვის სოციალური მარცხის მოწმე გახდა, ამას არ აკეთებდა, რაც სიამოვნებისადმი ლტოლვის შემცირებაზე მიანიშნებს“, – განაცხადა კვლევის ავტორმა აკიოსი საიტომ.
ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ თაგვების მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დეპრესიის სიმპტომები დაუბრუნდათ. მეცნიერების თქმით, ე.წ. მეორადი დეპრესია სპეციალისტებს ადამიანის ფსიქიკური პრობლემებისა და მათი მკურნალობის შესწავლის საშუალებას მისცემს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”