close
კვლევები

კვლევა: კოსმოსში ბეტონის შექმნა ასტრონავტების სისხლის გამოყენებით იქნება შესაძლებელი

ბრიტანეთში, მანჩესტერი უნივერსიტეტის მკვლევრებმა კოსმოსში მშენებლობისთვის შექმნეს მასალა სახელწოდებით „ასტრობეტონი“, რომლის წარმოებაში ადამიანის შარდი და სისხლის ძირითადი ცილა – ალბუმინი გამოიყენება. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამშენებლო მასალის კოსმოსში გატანა საკმაოდ ძვირადღირებულია. სპეციალისტების მონაცემებით, მარსზე ერთი აგურის ტრანსპორტირების ფასი 2 მილიონ დოლარს შეადგენს, ამიტომ მეცნიერები ადგილობრივი რესურსების გამოყენების მეთოდებზე მუშაობენ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პლანეტებისა და თანამგზავრების გრუნტის ადამიანის სისხლსა და შარდთან შეზავება საკმაოდ გამძლე მასალას მიიღებენ.

ეს იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ცემენტში ცხოველების სისხლს ამატებდნენ, თუმცა მარსზე ძროხების გაგზავნა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სპეციალისტი ფიქრობენ, რომ გაცილებით მარტივი იქნება თუ ამ მიზნით სისხლს თავად ასტრონავტები გაიღებენ.

​მათი გათვლებით, ორი წლის განმავლობაში ექვსი ასტრონავტი ჯანმრთელობისთვის ზიანის გარეშე 500 კილოგრამი ასტობეტონის შესაქმნელად საჭირო ალბუმინის გაცემას შეძლებენ. ეს საკმარისი იქნება მთელი ეკიპაჟისთვის საცხოვრებელი სივრცის ასაშენებლად.

მეცნიერების ცნობით, მარსსა და მთვარეზე სამშენებლო მასალა საკმარისია, თუმცა ცემენტის ხსნარის კოსმოსში პოვნა პრობლემატურია. მათივე თქმით, ასტრობეტონის გამოყენებით კოსმოსში შენობების აგება გაცილებით მარტივი და იაფი გახდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0