close
კვლევებიმედიცინა

კვლევა – მარიხუანას მოწევა ფილტვებს, შესაძლოა, თამბაქოზე მეტად აზიანებდეს  

კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მარიხუანამ მწეველის ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, შესაძლოა, უფრო მერი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თამბაქომ.
ოტავას უნივერსიტეტისა და ოტავას საავადმყოფოს მკვლევარებმა  გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარეს პირებს, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ, პირებს, რომლებიც არამწეველები იყვნენ და პირებს, რომლებიც მხოლოდ თამბაქოს მოიხმარდნენ. აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების ანთების და ემფიზემის – ფილტვების ქრონიკული დაავადება – შემთხვევები უფრო ხშირი იყო მარიხუანას მწეველებში, ვიდრე არამწეველებსა და თამბაქოს მწეველებში.
„მარიხუანას მოხმარება იზრდება და არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, ან რომ ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე (თამბაქო) სიგარეტი, მაგრამ ეს კვლევა აჩენს შეშფოთებას, რომ ეს შეიძლება არ იყოს სიმართლე“, – განაცხადა ოტავას საავადმყოფოს რადიოლოგმა ჟიზელ რევამ.
მისი თქმით, მარიხუანას მწეველებს შორის ანთებისა და დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ განსხვავებასთან, რაც თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარებას შორისაა.
„მარიხუანას ეწევიან უფილტროდ, თამბაქოსგან განსხვავებით, რომელიც ჩვეულებრივ გაფილტრულია. როდესაც ეწევით გაუფილტრავ მარიხუანას, მეტი ნაწილაკი აღწევს თქვენს სასუნთქ გზებში, გროვდება და აღიზიანებს მას“, – აღნიშნა რადიოლოგმა.
მისივე განმარტებით, ადამიანები, როგორც წესი, მარიხუანას მოხმარებისას უფრო დიდ ნაფაზს არტყამენ და უფრო დიდხანს იკავებენ თამბაქოს ბოლს ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  სასუნთქ გზების მეტი ტრავმა.
კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.

Agence France-Presse

გაზიარება:
fb-share-icon0