ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ დადებითად მოქმედებს მოხუცი ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე, მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Prevention of Alzheimer’s Disease Article (JPADA) გამოქვეყნდა.
„მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელშიც სპეციალური ქვები გამოიყენება. ის მოთამაშისგან კონცენტრაციას, კარგ მეხსიერებასა და დაკვირვებულობას მოითხოვს. თამაში პოპულარულია ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თამაშში 4 მოათამაშე მონაწილეობს, თითოეული ცდილობს შეკრიბოს მომგებიანი კომბინაცია და მიიღოს ქულები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.
გამოცდილ მოთამაშეებს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებს უკეთესი კოორდინაცია და მეტი სოციალური კავშირი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ თამაშობს. ეს კონტაქტები კი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”