close
კვლევები

კვლევა – მხედველობის დაქვეითების მკურნალობა, შესაძლოა, ანტიბიოტიკებით გახდეს შესაძლებელი

ახალი კვლევის თანახმად, ნაწლავის ბაქტერიებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითების სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიბიოტიკები გამოიყენონ.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა ნაწლავის ბაქტერიები თვალების დაზიანებულ ადგილებში, სადაც მხედველობის დაკარგვა კონკრეტული გენეტიკური მუტაციით იყო გამოწვეული.
მკვლევარების აზრით, მათი დასკვნები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გენეტიკურმა მუტაციამ, შესაძლოა, მოადუნოს სხეულის დაცვა და მავნე ბაქტერიების თვალში მოხვედრა და სიბრმავე გამოიწვიოს.
ნაწლავი შეიცავს ტრილიონ ბაქტერიას, რომელთაგან ბევრი ჯანსაღი მონელებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი ასევე შეიძლება პოტენციურად საზიანო იყოს.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ მოულოდნელი კავშირი ნაწლავებსა და თვალებს შორის, რაც, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში სიბრმავის მიზეზი იყოს. ჩვენს დასკვნებს შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი გავლენა CRB1-თან ასოცირებული თვალის დაავადებების მკურნალობის ტრანსფორმირებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ კვლევას კლინიკური ცდებით, რათა დავადასტუროთ, არის თუ არა ეს მექანიზმი ადამიანებში სიბრმავეების გამომწვევი მიზეზი და შეუძლია თუ არა ბაქტერიებზე მიმართულ მკურნალობას სიბრმავის თავიდან აცილება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევარები იკვლევდნენ CBR1 გენის ზემოქმედებას, რომელიც ასოცირდება თვალის მემკვიდრეობით დაავადებასთან, ყველაზე ხშირად ლებერის კონგენიტალური ამავროზისა (LCA) და რეტინიტის პიგმენტოზას (RP) ფორმებთან, და არის LCA-ის შემთხვევების 10%-ის და RP-ის შემთხვევების 7%-ის გამომწვევი მსოფლიოში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქვედა ნაწლავში გენი ებრძვის დაავადებებსა და მავნე ბაქტერიებს, არეგულირებს რა იმას, რაც გადის ნაწლავის შიგთავსსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ეს ბარიერები ბადურასა და ნაწლავებში შეიძლება დაირღვეს, როდესაც გენს აქვს განსაკუთრებული მუტაცია, რომელიც ამცირებს მის ეფექტს და საშუალებას აძლევს ნაწლავის ბაქტერიებს გადავიდნენ სხეულსა და თვალში, რაც იწვევს ბადურის დაზიანეებას და მხედველობის დაკარგვას. კვლევის თანახმად, ამ ბაქტერიების მკურნალობამ ანტიმიკრობული საშუალებებით, როგორიცაა ანტიბიოტიკები, შეძლო თაგვებში მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილება. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს ადამიანებზე შემდგომი კვლევებია საჭირო.

წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0