close
კვლევები

კვლევა – ღრმა ძილი ალცჰაიმერის პათოლოგიის გავლენას ამცირებს

FILE - In this Aug. 14, 2018 file photo, a doctor looks at a PET brain scan at the Banner Alzheimers Institute in Phoenix. Two experimental drugs failed to prevent or slow mental decline in a study of people who are virtually destined to develop Alzheimer's disease at a relatively young age because of rare gene flaws. The results announced Monday, Feb. 10, 2020, are another disappointment for the approach that scientists have focused on for many years -- trying to remove a harmful protein that builds up in the brains of people with the disease. (AP Photo/Matt York, File)

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა ძილი ხელს უწყობს მეხსიერების დაკარგვის თავიდან აცილებას ხანდაზმულებში, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ღრმა ძილს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნელი ტალღის ძილი, შეუძლია იმოქმედოს როგორც „კოგნიტურმა სარეზერვო ფაქტორმა“, რათა გაზარდოს მდგრადობა ნევროლოგიური დაავადების ძირითადი ფაქტორის მიმართ.
ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ანადგურებს ტვინში მეხსიერების გზებს და პროგრესულ ფორმებში ასევე, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ადამიანების უნარს, შეასრულონ ძირითადი ყოველდღიური საქმიანობები.
სტატისტიკის თანახმად, 65 წელზე უფროსი ასაკის ცხრა ადამიანიდან ერთს პროგრესირებადი დაავადება აწუხებს და მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაიზარდოს, ე.წ. ბები-ბუმერის თაობის (1946-1964 წლებში დაბადებული ადამიანები) დაბერებასთან ერთად.
ცილა, რომელიც ბეტა-ამილოიდის სახელითაა ცნობილი, დაკავშირებულია დემენციით გამოწვეულ მეხსიერების დაკარგვასთან. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დარღვევა ტვინში ამ მოლეკულის უფრო სწრაფ დაგროვებასთანაა დაკავშირებული. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ღრმა ძილის ნაკლებობა არის პროგნოზირებადი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია მომავალში დემენციის პოტენციური უარესი ფორმის განვითარებასთან. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს რამდენიმე აქტივობა, რომელიც, მათი მტკიცებით, მახვილი გონების შენარჩუნებას უწყობს ხელს, მათ შორის განათლების მიღება წლების განმავლობაში, სოციალური ჩართულობა და სხვა.
იმის გამო, რომ განათლება ან ამა თუ იმ ადამიანის სოციალური ქსელის ზომა არ შეიძლება ადვილად შეიცვალოს, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ტვინის აქტიურად შენარჩუნების ისეთი ფორმებიც, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა.
უახლეს კვლევაში, რომელიც ჟურნალ BMC Medicine-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღრმა, ნელი ტალღის ძილი შეიძლება მეხსიერების დაქვეითების მაღალი რისკისგან დამცავი ფაქტორი იყოს და ხელი შეუწყოს დემენციის ზოგიერთი ყველაზე დამანგრეველი შედეგის თავიდან აცილებას.
კვლევის ჩასატარებლად, მეცნიერებმა მასში 62 ხანდაზმული ადამიანი ჩართეს, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ და დემენციის დიაგნოზი არ ჰქონდათ.
მკვლევარები მონაწილეებს ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) აპარატის საშუალებით აკვირდებოდნენ, როდესაც მათ ლაბორატორიაში ეძინათ. მათ ასევე გამოიყენეს პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) მონაწილეთა ტვინში ბეტა-ამილოიდური ცილის ნალექების ოდენობის გასაზომად.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეთა ნახევარს ჰქონდა ამილოიდური ნალექების დიდი რაოდენობა, ხოლო მეორე ნახევარს არა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ტვინში ბეტა-ამილოიდების ნალექის დიდი რაოდენა ჰქონდათ და ღრმა ძილის მაღალ დონეს განიცდიდნენ, უკეთესად ასრულებდნენ მეხსიერების ტესტს იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც იმავე რაოდენობის ნალექები ჰქონდათ, მაგრამ ცუდად ეძინათ, თუმცა კვლევის იმ მონაწილეების ჯგუფში, რომლებსაც ტვინში ცილის ნალექები არ ჰქონდათ ღრმა ძილს მეხსიერებაზე რაიმე დამატებითი დამხმარე ეფექტი არ მოუხდენია.
აღმოჩენებზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ღრმა ძილმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ამილოიდური პათოლოგიის მავნე ზემოქმედება მეხსიერებაზე.
„თუ დასკვნები დაადასტურებს ჰიპოთეზას, ეს იქნება ამაღელვებელი, რადგან ძილი არის ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ეს არის მოდიფიცირებადი ფაქტორი“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა მეთიუ უოკერმა.
„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პათოლოგიის გარკვეული დონის მიუხედავად, არსებობს ცხოვრების სტილის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტების ზომიერებასა და შემცირებას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ძილი და, კონკრეტულად, ღრმა ძილი“, -განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჟოფია ზავეჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მასშტაბური არაა, მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი დასკვნები გვთავაზობს ადრეულ სურათს იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძილმა ხელი შეუშალოს მეხსიერების დაკარგვას.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0