close
კვლევები

კვლევა – ჯადოსნობისა და მაგიის 95 ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ ადამიანს სჯერა

ახალი კვლევის თანახმად ჯადოსნობისა და მაგიის რწმენა ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.
კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ჯადოსნობის 95 ქვეყანაში დაახლოებით მილიარდ ადამიანს სჯერა. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია გამომდინარ იქიდან, რომ ჯადოქრობის საკითხის განხილვა რესპოდენტების ნაწილისთვის სენსიტიურია.
რწმენის მიმართ მოსახლეობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყენაში განსხვავებულია. მაგალითად, შვედეთში მონაწილეთა მხოლოდ 9 პროცენტმა აღნიშნა, რომ მაგიის სჯერა, ტუნისში კი ეს მაჩვენებელი 90 პროცენტი იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდუალურ დონეზე, უფრო მეტი განათლებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მქონე ადამიანებს ნაკლებად სჯერათ ჯადოსნობის. მაგიის მიმართ რწმენა ასევე დაკავშირებულია რელიგიურობასთან. რაც შეეხება ეროვნულ დონეზე, ჯადოსნობის მიმართ რწმენა ასოცირდება სუსტ ინსტიტუტებთან, სოციალური ნდობის დაბალ დონესთან და დაბალ ინოვაციურობასთან.
ერთი მხრივ, ასეთი რწმენა ჯერ კიდევ იწვევს გარკვეულ ადგილებში კონფლიქტს და ამ რწმენის და მისი სოციალური კონტექსტის უკეთ გაგებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯადოქრობაში ბრალდებული ქალების დაცვას.
კვლევაში ციტირებულია გარდაცვლილი ანთროპოლოგის, მონიკა ჰანტერ უილსონის სიტყვები, რომელმაც ასეთი კვლევის საჭიროებას შემდეგნაირად ხსნის :
„ჯადოქრობის მიმართ რწმენას განვიხილავ, როგორც ჯგუფის სტანდარტიზებულ კოშმარს და მჯერა, რომ ასეთი კოშმარების შედარებითი ანალიზი არ არის მხოლოდ ანტიკვარული ვარჯიში, არამედ საზოგადოების გაგების ერთ-ერთი გასაღები.”
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

გაზიარება:
fb-share-icon0