close
კვლევები

კვლევა: ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დღეში 5 000 ნაბიჯზე ნაკლების გავლაც საკმარისია

ახალი კვლევის მიხედვით, დღეში 5 ათას ნაბიჯამდე გავლაც პოზიტიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა პოლონეთის ლოდზის სამედიცინო უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ 226 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დღეში 4 ათასი ნაბიჯის გადადგმაც კი ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს, 2 300 ნაბიჯზე მეტი კი დადებით გავლენას ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე.

ამასთან, რაც უფრო მეტს დადის ადამიანი, მით უფრო მეტ სარგებელს იღებს. კერძოდ, 4-ათასიანი ნიშნულის შემდეგ ყოველი დამატებითი 1000 ნაბიჯი ნაადრევი სიკვდილის რისკს 15%-ით ამცირებს. ეს შედეგები ყველა ასაკისა და სქესის ადამიანისთვის სწორია, თუმცა, სიარულის ყველაზე დიდი დადებითი ეფექტი 60-წლამდე ასაკის ადამიანებში შეინიშნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ყოველწლიურად 3,2 მილიონი გარდაცვალების მიზეზი ხდება. ეს სიკვდილის გამომწვევი სიხშირით მეოთხე მიზეზია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0