close
კვლევები

კვლევა – ჰაერის დაბინძურება მოზარდების სისხლის წნევაში ცვლილებებს იწვევს

მეცნიერებმა იციან, რომ ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გაართულოს სუნთქვა და საბოლოოდ გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის კიბო, მაგრამ ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურებამ ასევე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა მოზარდების არტერიულ წნევაზე.
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, აზოტის დიოქსიდის მაღალი დონის ზემოქმედება დაკავშირებულია მოზარდებში არტერიული წნევის ვარდნასთან. : მყარი ნაწილაკების (PM2.5) ზემოქმედება კი ასოცირებულია მომატებულ არტერიულ წნევასთან.
სხვა კვლევებიც აჩვენებს კავშირს არტერიული წნევის ცვლილებასა და დაბინძურებას შორის, მაგრამ დიდი ნაწილი ფოკუსირებულია ზრდასრულებზე. ზოგიერთმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა ნეგატიური კავშირები დაბინძურების ზემოქმედებასა და მცირეწლოვან ბავშვებს შორის, მაგრამ მცირე ყურადღებას ამახვილებს მოზარდებზე.
ზოგადად, დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბნეულობა, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა და თავბრუსხვევა. მოზარდობის ასაკში მაღალმა არტერიულმა წნევამ კი შეიძლება გამოიწვიოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ინსულტის ან გულის შეტევის მაღალი რისკი. ის მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილის წამყვანი რისკფაქტორია.
აზოტის დიოქსიდით ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. მან შეიძლება შეაფერხოს ადამიანის სუნთქვის უნარი და გამოიწვიოს ადამიანის სასუნთქი გზების დაზიანება.
მყარი ნაწილაკები (PM) შეიძლება გაიჭედოს ფილტვებში ან შევიდეს სისხლში. ნაწილაკები იწვევს გაღიზიანებას და ანთებას და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები. მყარი ნაწილაკებით დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ტყის ხანძრები, შეშის ღუმელები, ელექტროსადგურები, ასევე სამშენებლო ტერიტორიები და ტრანსპორტი.

წყარო : CNN

გაზიარება:
fb-share-icon0