კვლევამ, რომლის დროსაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოსცადეს, აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და ამასთან, დაინფიცირებისგან 100%-ით იცავს.
კვლევაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა.
Pfizer-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყება.
კომპანიის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასა და სხვა მარეგულირებლებს აღნიშნული ასაკის პირებში ვაქცინის გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ.
აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 16 წლისა და მეტი ასაკის პირებში გამოყენება უკვე ნებადართულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტების შეფასებით, ბავშვების ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, ბავშვები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აშშ-ის მოსახლეობის 70%- 85% -ის ვაქცინაციაა საჭირო.
Pfizer-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაიწყეს კლინიკური ცდები, რომლის ფარგლებშიც თავიანთ ვაქცინას 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდიან.
წყარო : cnbc.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა