კიბოს გვიან სტადიაში გადარჩენილი ადამიანის სისხლძარღვებში, მეცნიერებმა კიბოს საოცარი, „ცოცხალი წამალი“ აღმოაჩინეს.
ბოლო 50 წლის განმავლობაში კიბოს მკურნალობაში ყველაზე დიდი მიღწევის“ მიღებიდან ერთი შემდეგ, ამ პაციენტის სხეულს ჯერ ისევ იცავს მკვლელი იმუნური უჯრედების მთელი ფლოტი, რომლებსაც T ლიმფოციტებს უწოდებენ.
გაერთიანებული სამეფოს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სპეციალური T ლიმფოციტები შეიძლება გაცილებით უკეთესად ცნობდნენ და თავს ესხმოდნენ სიმსივნეს, ვიდრე საშუალო T ლიმფოციტები.
ამას გარდა, მათ ერთდროულად მრავალი სხვადასხვა სახის კიბოს განადგურებაც შეუძლიათ სხვადასხვა კუთხიდან.
„შედეგებმა ნამდვილად გაგვაკვირვა, რადგან არავინ იცოდა, რომ ცალკეულ T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედების ამოცნობა ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კიბოსთან დაკავშირებული ცილის საშუალებით შეეძლოთ“, — განმარტავს კარდიფის უნივერსიტეტის ბიოლოგი ენდი სეუელი.
როგორც იგი აღნიშნავს, მათ სურდათ გაეგოთ, როგორ მოისპო კიბო ბოლო სტადიის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპიით უმკურნალეს. ამიტომ, პასუხის პოვნა გადაწყვიტეს.
ბოლო ათწლეულში, კიბოს ინფილტრაციის ლიმფოციტური თერაპია (TIL) ბოლო სტადიის კიბოს შესაძლო ამოძირკვის ახალი, მძლავრი გზა გახდა.
TIL თერაპია მოიცავს პაციენტისავე სისხლის თეთრი უჯრედების აღებას პირდაპირ სიმსივნიდან და ისე გაზრდას და ხელოვნურად გაძლიერებას, რომ კიბოს უკეთესად შეუტიონ.
კლინიკურ ცდებში გაირკვა, რომ თერაპია შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტში მუშაობს.
ასეთი საოცარი შედეგების მიუხედავად, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მუშაობს ეს თერაპია უჯრედულ დონეზე.
ამის გარკვევას კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები წლებია ცდილობდნენ და როგორც იქნა, გარღვევასაც მიაღწიეს.
კლინიკური ცდების I და II ფაზის შედეგების შესწავლისას, რომელშიც TIL თერაპიაგავლილი ავთვისებიანი მელანომის მქონე 31 პაციენტი მონაწილეობდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს, ერთი წლის შემდეგაც კი აღენიშნებოდათ T-ლიმფოციტების ძლიერი პასუხები. სრულად
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”