close
არქეოლოგია

კლეოპატრას საფლავის ძებნისას არქეოლოგებმა გვირაბი – “გეომეტრიული სასწაული” – აღმოაჩინეს

ეგვიპტის სანაპიროზე, ანტიკურ დანგრეულ ქალაქ ტაპოსირის მაგნას ტაძრის ქვეშ, არქეოლოგებმა უზარმაზარი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელსაც ექსპერტები „გეომეტრიულ სასწაულს“ უწოდებენ.
მიმდინარე გათხრებისა და ტაძრის შესწავლის დროს, დომინიკის რესპუბლიკაში სანტო დომინგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა კეტლინ მარტინესმა  და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ნაგებობა მიწისქვეშე 13 მეტრის სიღრმეზე – 2 მეტრის სიმაღლის გვირაბი 1 305 მეტრის სიგრძეზე ქვიშაქვაშია გათხრილი. აღსანიშნავია რომ მარტინესი ტაპოსირის მაგნაში კლეოპატრა VII-ის დაკარგული საფლავის ძიების მიზნით მუშაობს.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბი საოცრად ჰგავს ძვ. წ. მე-6 საუკუნის ევპალინოსის გვირაბს, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსზე აღმოაჩინეს და ხშირად მოიხსენიება, როგორც ინჟინერიის საოცრებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტაპოსირის მაგნას გვირაბი არ არის თანაბარი, მისი ინჟინერია მაინც ძალიან შთამბეჭდავია.
ტაპოსირის მაგნა დააარსა დაახლოებით ძვ. წელთაღრიცხვით 280 წელს მეფე პტოლემე II-მ დააარსა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სახელოვანი გენერლისა და კლეოპატრას ერთ-ერთი წინაპარის ვაჟი იყო. ვარაუდობენ, რომ ტაძარი ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს და მის დედოფალს, ქალღმერთ ისისს.
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეიძლება თუ არა ახალმა გვირაბმა მკვლევარები კლეოპატრასა და მისი ქმრის, მარკ ანტონის, დაკარგულ საფლავებამდე მიიყვანოს, მაგრამ სამომავლო სამუშაოებმა შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვცეს.
იმის მიუხედავად, აღმოჩნდება თუ არა სამარხები, ამ ნანგრევების საფუძვლიანი გათხრები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს იდუმალი უძველესი ქალაქის შესახებ. გვირაბმა უკვე მოიპოვა გარკვეული საგანძური: ჭურჭლის ნატეხები და კირქვის მართკუთხა ბლოკი.

გაზიარება:
fb-share-icon0