კლონირებულ დედოფალა ანტონიას, რომელიც ცხოველთა ამ სახეობის აღდგენის პროექტში მონაწილეობს, ორი ჯანმრთელი შთამომავალი გაუჩნდა.
გამოცემა Interesting Engineering-ის ინფორმაციით, ანტონია პირველი კლონირებული დედოფალაა, რომელიც დედა გახდა.
ანტონია დედოფალა ვილას კლონია, რომლის დნმ ჯერ კიდევ 1988 წელს იყო შეგროვებული და გაყინულ მდგომარეობაში სან-დიეგოს ზოოპარკში ინახებოდა. ვილა მნიშვნელოვანი გენეტიკური მრავალფეროვნების მატარებელი იყო, შესაბამისად, ანტონიას შთამომავლები პოპულაციის გენეტიკური მდგრადობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვნები არიან. სპეციალისტების თქმით, ამ ცხოველებისგან მიღებული გენეტიკური ხაზები დედოფალების მთელი სახეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობენ ხლებს.
შავფეხა დედოფალების კლონირების პროექტი 2020 წელს დაიწყო. ამ სახეობის პოპულაციის მნიშვნელოვანი კლება მე-20 საუკუნეში, ბინადრობის არეალის დაკარგვისა და ეპიდემიების გამო დაიწყო. 1980-იან წლებში ისინი გადაშენებულებად ითვლებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ვაიომინგში რამდენიმე ცხოველი აღმოაჩინეს, რამაც გამრავლებისა და კლონირების პროგრამას მისცა სტარტი. დღეს თითქმის ყველა შავფეხა დედოფალა, კლონების გამონაკლისით, ველურ ბუნებაში აღმოჩენილი 7 ცხოველის შთამომავალია.
დედოფალა, სინდიოფალა (Mustela nivalis) არის ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახიდან. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელია. მისი სხეულის სიგრძეა 13-26 სმ, კუდისა – 1,4-9 სმ, წონა – 30-250 გ-მდე. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული მეტად მოქნილი სხეული.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოშიც ბევრგან გვხვდება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დიდი კავკასიური დედოფალა (M. n. dinniki), ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, და მცირე კავკასიური დედოფალა (M. n. caucasica), ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”