close
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კოვიდ19-ით დაინფიცირებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ფსიქიკური პრობლები გამოუვლინდა – ოქსფორდის კვლევა

კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი წერს. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც პაციენტთა ცხოვრების სტილით, სტრესული გარემოთი, ასევე ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე.

გაირკვა, რომ წარსულში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 65 პროცენტით გაზრდილია. კვლევის ავტორი მაქს ტაკე ამბობს, რომ ეს სიახლე უდაოდ უფრო ღრმა ანალიზის საფუძველი ხდება და ფსიქიკური აშლილობები ამჯერად რიკს-ჯგუფებს უნდა მივაკუთვნოთ.

კვლევას საფუძვლად დაედო 70 მილიონი ადამიანის ელექტონული ანკეტა, მათ შორის 62 ათასი სწორედ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საინტერესოა ისიც, რომ პაციენტების 5.8 %-ს ინფექციის გადატანიდან სამ თვეში ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოუვლინდათ. პროფესორი პოლ ჰარისონი ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს უშუალო კავშირი კორონავირუსსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. აქვე აღინიშნა, რომ ფსიქიკური სიმპტომები ართულებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს, ასევე უკვე ფაქტია, რომ სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები თანმხლები დაავადებების რისკის ქვეშაც დგაგან. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კოვიდ-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 14-90 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობები დაფიქსირდა პაციენტების 18.1% -ში. დარღვევებში შედის შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა, განწყობის დარღვევა და შფოთვა.

არსებული კვლევით, რომელიც საბოლო არაა, დასტურდება, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0