კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ აშშ-ს უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა. საუბარია ირაკლი მატარაძეზე.
კომაროვის სკოლის ინფორმაციით, ირაკლი ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით და სწავლას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გააგრძელებს. ასევე, ირაკლი მიიღეს 100%-იანი დაფინანსებით ჩრდილო კაროლინას წამყვან უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში(University of North Carolina at Chapel Hill). ირაკლიმ SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.
ირაკლი არის: პროექტ “სახალისო მათემატიკის” მასწავლებელი. მოხალისეობრივად ასწავლის მათემატიკას ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. მანვე IELTS გამოცდაში 8.0/9.0 ქულა დააფიქსირა.
თავისუფალ დროს ირაკლი საბუნებისმეტყველო საგნებს უთმობს, კერძოდ, მოსწონს ბიოლოგიური ინჟინერიისა და გენური მოდიფიკაციების შესწავლა. დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შეცნობით. განსაკუთრებით ენების შესწავლით: რუსული, სომხური, ინგლისური, იაპონური და გერმანული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”