კომპანია Northrop Grumman-ი ნასათან 935 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს აფორმებს, რომელიც მთვარის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებისთვის საცხოვრებელი სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.
ასტრონავტები იცხოვრებენ და ჩაატარებენ კვლევებს Northrop- ის მიერ მთვარის ორბიტალურ სადგურ Gateway-თვის დამზადებულ ჰაბიტაციისა და ლოგისტიკის საგუშაგოში (HALO), სადაც აღნიშნული საცხოვრებელი სივრცეები განთავსება.
ნასა და მისი კომერციული და საერთაშორისო პარტნიორები Gateway- ს მეცნიერების კვლევებისთვის ხელის შეწყობის მიზნით აგებენ.
რვა ქვეყანამ, ნასას „არტემისის“ პროგრამის ფარგლებში, ხელი მოაწერა საერთაშორისო პაქტს მთვარის კვლევის შესახებ, რადგან აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ცდილობს ჩამოაყალიბოს სტანდარტები მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი დასახლებების მშენებლობისთვის.
ნასა მიზნად ისახავს 2024 წლის ნოემბერში SpaceX რაკეტაზე ინტეგრირებული კოსმოსური ხომალდის გაშვებას.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”