“მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა ივარაუდონ ის, რომ COVID-19 სეზონური იქნება და გრიპივით გაქრება. ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს მომავალშიც ექნება გავრცელების შანსი. მცდარია იმის იმედი, რომ გრიპივით გაქრება“, – განაცხადა რაიანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანამდე განაცხადეს, რომ არსებობს ჰიპოტეზა, რომ კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებათან ერთად შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 3,398-ია, ხოლო 55,672 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“