ამ დრომდე, ანტარქტიდა იყო ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო აღწერილი, თუმცა ვირუსმა სამხრეთ პოლარულ კონტინენტამდეც მიაღწია. კონტინენტზე ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ირკვევა, ვირუსით ინფიცირებულთა შორის არც ერთი ადგილობრივი არაა – ინფიცირებულია კონტინეტზე ჩილედან ჩასული 26 ადამიანი. ისინი კონტინენტს იკვლევდნენ. ინფიცირებულთა შორის 26 ჯარისკაცია.
კოვიდინფიცირებულები უკვე გადაიყვანეს ჩილეს საპორტო ქალაქ პუნტა-არენასში, სადაც იზოლაციაში არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ანტარქტიდაზე, ზამთრის სეზონზე, სულ 1 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზაფზულში მათი რაოდენობა 5 000-მდე იზრდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: