რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა ოთხშაბათს, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა. თუ აქამდე რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას განიხილავდნენ „ბიოლოგიურ იარაღად“ ახლა კიროლოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
კირილოვის განცხადებით: „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხერთში გვხვდებოდა, გავრცლების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – მანვე დაამატა რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.
კირილოვის თქმით, გადამტანებისთვის არატიპური, არეალის გაფართოების დინამიკა იძულებს ხდის ყურადღება მიაქციოს ამერიკის სააგენტოს მიერ გაცემულ პატენტებს და სავაჭრო ნიშნებს ბიოლოგიური იარაღის მიწოდებაზე.
„საუბარია, ჰაერში დაავადებული მწერების გამავრცელებელი უპოლოტო საფრენი აპარატებისთვის გაცემულ № 8967029 პატენტზე. პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მოწინააღდეგის ჯარების განადგურება აშშ–ის სამხედრობისთვის რისკის გარეშე“,- ამბობს კრილოვი და დაასკვნის, რომ საუბარია ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურისთვის საჭირო მასალის მოწოდებაზე. რაც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის, უკონტაქტო განადგურების საშუალებას იძლევა. რაც, მისი სიტყვებით, ამერიკის „უკონტაქტო ომის“ კონცეფციას ემთხვევა. კირილოვის განცადებით ამგვარი მასალის მიწოდებით შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს მე-4 კონვენციას არღვევს, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ.
იგორ კირილოვმა პრეზენტაციაც წარმოადგინა და ის ზარალი დათვალა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებით მიადგა. მისი სიტყვებით რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი 100 მლნ დოლარზე მეტია, ირიბი ზარალი კი 500 მლნ დოლარს აღწევს.
კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.
წყარო : radiotavisupleba.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“