შოტლანდიის კუნძული გრიუინარდი, აკრძალული ადგილი,თითქმის 80 წელია. სადაც ტურისტებსაც კი არ შეუძლიათ ჩასვლა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლოებით მოცული ბიოლოგიური იარაღის საცდელ ბაზად სწორედ ეს კუნძული აირჩიეს.
1942 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის მიზეზით ქიმიური იარაღი, სახელად ციმბირული წყლული, ჯილეხი გამოეცადა. ამ ტიპის ინფექცია ცხოველებსა და ადამიანებში ფატალურად მიმდინარეობს, მკურნალობის შემთხვევაშიც კი.
მეცნიერებმა საცდელად კუნძულზე ცხვარი წაიყვანეს და ციმბირული წყლულის სპორები გარემოში მიმოფანტეს, რამაც ცხვრის სიკვდილი გამოიწვია რამდენიმე დღეში. ექსპერიმენტის შემდგომ ფაზებში აღმოჩნდა, რომ ციმბირული წყლული დიდი ხნის განმავლობაში აბინძურებს გარემოს, მისი სპორები ათწლეულების განმავლობაში რჩება ნიადაგში, რაც კუნძულ გრიუინარდს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცევს დედამიწაზე.
1986 წელს ინგლისურ კომპანიას დაუკვეთეს კუნძულის გასუფთავება, ნიადაგის ზედა ფენის დამუშავება და 1990 წლიდან უსაფრთხო ზონად გამოაცხადეს. იმის დასამტკიცებლად, რომ დასუფთავება წარმატებით დასრულდა, კუნძულზე ისევ ცხვარი გაუშვეს. მაგრამ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კუნძულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, კუნძულ გრიუინარდზე ჩასვლის მსურველი ჯერ არ გამოჩენილა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა